ამერიკის ელჩი ქართველ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

0
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა იმ ხშირად დასმულ შეკითხვებზე, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩნებდა ხოლმე.  შეკითხვაზე, რატომ სურს ამერიკას, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ელჩა უპასუხა, რომ ქართველებს, ისევე როგორც ამერიკელებს მოუწიათ თავისუფლებისთვის ბრძოლა და ამერიკისთვის, როგორც სტრატეგიული პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. "თავისუფლება იმისა, რომ აირჩიო შენი ლიდერები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, არის აბსოლუტურად ფუნდამენტური ნამდვილი დემოკრატიისთვის", ამბობს ელჩი.  ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ არჩევნების დღე, ისე პროცესები, რომელიც მას წინ უძღვის. მისი განმარტებით, დემოკრატიული არჩევნები ნიშნავს ხალხის თავისუფალ ნებას, გადაწყვიტონ ვისი არჩევა სურთ. "თავისუფალ არჩევნებში ადგილი არ აქვს ამომრჩეველთა დაშინებას; ხმების მოსყიდვას; ადამიანების იძულებას გადაუღონ ფოტო საარჩევნო ბიულეტინს; ხალხის დაშინებას, რომ სამსახურს დაკარგავენ თუ კონკრეტულ პარტიას ხმას არ მისცემენ; იმედის მიეცემას, რომ სამსახურში პიროვნებას დააწინაურებენ თუ ხმას კონკრეტულ პარტიას მისცემენ. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს ერთ ადამიანს და მის ერთ ხმას". ამბობს ელჩი დეგნანი.  ამერიკის ელჩმა ქართველ ამომრჩეველსაც მიმართა და სთხოვა, რომ პირბადით და სოციალური დისტანციის დაცვით, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს. „ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ვინ უნდა, რომ მართოს მათი ქვეყანა. აშშ-ს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი, ფავორიტი პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ლეგიტიმურად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“, ამბობს ელჩი დეგნანი.  https://www.amerikiskhma.com/a/georgia-s-election-with-ambassador-degnan/5638873.html
#ახალი_ამბები
#საქართველო
0