გული არასდროს ბერდება!

0
-რა არის თქვენი აზრით ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? -სიყვარული შვილო -სიყვარული? და სიყვარული რა არის?! -საინტერესო კითხვაა , მაგრამ შენთვის არავის არ უთქვამს , რომ სიყვარულის ახსნა შეუძლებელია? განა დიდი შოთაც ამას არ ამბობს "მოკვდავსა ენას არ ძალუძს , უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა " ...სიყვარული უკვდავთა გრძნობაა , იგი ჩანჩქერს ჰგავს სიმაღლიდან დაქანებულს , რომელიც მთელი არსებით ეძგერება ქვებს და გამოსცემს ღვთაებრივ ხმას , თქეშია ღამით მოვარდნილი , ხმაურიანი და საამო , მშობლიური ჰაერივითაა მთელ სხეულზე გეალერსება და სულს გითბობს . გიყვარდეთ შვილო ერთმანეთი , ჭეშმარიტად გიყვარდეთ! გიგლა პაპა -79 წლის
#გააჟღერე
Feedc
#სიყვარული
#სიკეთეგადამდებია
#ხელოვნება
#ასაკიმხოლოდციფრებია
#დედამიწასსიყვარულიატრიალებსდომენიკო
0