კუს ტბამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა

0
კუს ტბამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა. როგორც კუს ტბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას. სწორებ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 10 პაციენტი უკვე გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
#კორონავირუსი
#კორონა
#დარჩისახლში
#politics
#news
#photo
#coronavirus
#covid19
#ეპიდემია
0