"პანდემიის ფონზე ჩვენ არ შეგვიძლია ბიზნესის განახლება და გარდაცვლილთა "რაოდენობის დაიგნორება"

0
Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, შეეკავებინა ვირუსის გავრცელება. მისი თქმით, მთავრობამ არ იმოქმედა საკმარისად სწრაფად დღევანდელი მოცემულობის თავიდან ასარდებლად- „ჩვენ უნდა ავირიდოთ თავიდან მოვლენათა ისეთი საზარელი განვითარება, როგორიც მოხდა ჩინეთში და დღესაც ხდება ჩრდილოეთ იტალიაში“. „ძალიან რთულია ადამიანებს უთხრა, რომ წავიდნენ რესტორნებში, იყიდონ ახალი სახლები. რთულია უთხრა, რომ ჩვენ გვინდა შენ გააგრძელო ფულის ხარჯვა, მხოლოდ იმიტომ, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ესეთ დროსაც კი ერთობლივი შიდა პროდუქტის ზრდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“ - განაცხადა ბილ გეითსმა. ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იზოლაციის გაუქმებასა და უახლოეს მომავალში ქვეყნის „სამუშაო რეჟიმში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით, ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა , „ეკონოკუს უკან დაბრუნება“ უფრო შესაძლებელი და გარდაუვალი პროცესია, ვიდრე იმ დაღუპული ადამიანების, რომლებიც ვირუსისგან იხოცებიან. „ამრიგად, ჩვენ უნდა მივიღოთ და ავიტანოთ ტკივილი ეკონომიკურ სივრცეში- დიდი ტკივილი-იმისათვის, რათა შევამსუბუქოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ დაავადების შედეგად გამოწვეული ძლიერი ტკივილი“ - განაცხადა ბილ გეითსმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მილიარდერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და წამლების დასამზადებლად ჯანდაცვის უწყებებს $ 100 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
#ეპიდემია
#კორონავირუსი
#კორონა
#
#politics
#news
#photo
#coronavirus
#covid19
0