თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება
194 Views
Keso Bigvava
Tbilisi · 6 months ago

26 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას ასახელებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეღლეთის, გალავნის, ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის და გოლოვნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, სოფელი ზურგოვანის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და ნუკრი გერგედავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

#თბილისი #თბილისილაიფ
Keso Bigvava
Tbilisi · 6 months ago
100
Write a comment