98 votes
2 comments
0 shares
Save
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო გადაიყვანეს
194 views
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ექიმი, ნათია მინდაძე ადასტურებს. მისი ინფორმაციით, სამხედროებს გუშინდელი საღამოდან ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სისუსტე აღენიშნებოდათ.

მისივე თქმით, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა დაწყებულია და მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია.

"გადმოცემით ვიცი, რომ ისინი, სამი დღის წინ, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის იყვენენ მარნეულში. სამი დღეა რაც სამხედრო ბაზას დაუბრუნდნენ და გუშინ საღამოდან გამოიხატა ჩივილები, რის შემდეგაც ისინი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს"- ამბობს ექიმი ტვ. პირველის ეთერში და აღნიშნავს, რომ საეჭვო კონტაქტებზე სამხედროები არ საუბრობენ. ექიმის თქმით, ანალიზის პასუხებს უახლოეს საათებში ელოდებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. გარდა ამისა, მარნეული და ბოლნისი მთლიანად მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

#კორონავირუსი #სამხედრობაზა #ახალიამბები
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ტემპერატურთ ყელის ტკივილით კლინიკაში 5 სამხედრო გადაიყვანეს
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ექიმი, ნათია მინდაძე ადასტურებს. მისი ინფორმაციით, სამხედროებს გუშინდელი საღამოდან ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სისუსტე აღენიშნებოდათ. გადმოცემით ვიცი, რომ ისინი, სამი დღის წინ, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის იყვენენ მარნეულში. სამი დღეა რაც სამხედრო ბაზას დაუბრუნდნენ და გუშინ საღამოდან გამოიხატა ჩივილები, რის შემდეგაც ისინი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს"- ამბობს ექიმი ტვ. პირველის ეთერში და აღნიშნავს, რომ საეჭვო კონტაქტებზე სამხედროები არ საუბრობენ. ექიმის თქმით, ანალიზის პასუხებს უახლოეს საათებში ელოდებიან.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ვაზიანის ბაზიდან 5 სამხედრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმი
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 5 სამხედრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს - ამის შესახებ ექიმმა ნათია მინდაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა. „პაციენტები გადმოყვანილები არიან ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, არის ხუთი პაციენტი. როგორც ანამნეზიდან ირკვევა, გუშინ საღამოდან აღენიშნათ ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ზოგადი საერთო სისუტე. შემდგომი მკურნალობისა და გამოკვლევის მიზნით შემოყვანილი არიან ჩვენს კლინიკაში. დაწყებულია კლინიკოლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია პაციენტების. ვიტალური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ველოდებით შედეგებს.“, - განაცხადა ექიმმა. მისივე თქმით, როგორც პაციენტები ამბობენ, ისინი სამი დღის წინ იმყოფებოდნენ მარნეულში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
კარანტინში ექიმი გოგონებს ავიწროებდა? - რა დასკვნა დადო ომბუდსმენმა
საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, ქალის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა. სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. საქმე რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს On.ge-მ სტატია 9 აპრილს მოამზადა. ქალი მარიამ ქ. ყვებოდა, რომ მარნეულის სასტუმროს კარანტინში გასინჯვის დროს ექიმმა იგი სექსუალურად შეავიწროვა. 29 წლის მარიამ ქ. საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა. ის მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს. მარიამი On.ge-სთან ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში არავის გაუსინჯავს და არც ტემპერატურა გაუზომეს, ექიმის კონსულტაცია კი ღამის საათებში შესთავაზეს. სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა. თავდაპირველად კორონავირუსის სიმპტომების არსებობით დაინტერესდა, რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ არაფერი აწუხებდა. "საბაბი არ მიმიცია, რომ ჩემზე რამე განსაკუთრებული კვლევა ჩაეტარებინა. დაიწყო ყელის დათვალიერება, მერე სასუნთქი გზები უნდა გავსინჯოთო. გზადაგზა მეკითხებოდა, უი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ. ასე ღიად არ მაწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არა იყო. მერე მითხრა, ზედა უნდა გაიხადო, რომ სუნთქვა შევამოწმოთო. ეგ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიე, მაგრამ თავი უკვე უხერხულად ვიგრძენი. ვუთხარი, ლიფს ჩავიცვამ და მოვალ-მეთქი", — ამბობს მარიამი. ის ჰყვება, რომ შემდეგ ექიმმა, გასინჯვის გაგრძელების მოტივით, ლოგინზე დაწოლა მოსთხოვა. მარიამის თქმით, კაცმა განუმარტა, რომ ზურგზე დაწოლა სახსრების შესამოწმებლად იყო საჭირო, რადგან სახსრების ტკივილი კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია. "მაცვია უთხელესი ელასტიკი და მითხრა, რომ ეს ელასტიკიც უნდა გაიხადოო. ჩავიწიე ელასტიკი კოჭებამდე [...] შემოწმება დაიწყო ნეკნებიდან. ყველაზე დიდი ხანი საშოს არეში გაჩერდა. ზედ საშოზე ხელი არ დაუდია, მაგრამ ასე ჩაუყვა ბარძაყის გვერდებს. მერე გადმომატრიალა მუცელზე. საჯდომის ქვემოთაც ჩამიყო ხელები, მერე კოჭები და მუხლებიც გამისინჯა, ხელებზე არაფერი შეუმოწმებია. მითხრა, ღრმა სახსრების გამტარობაც გამოვიკვლიეთო", - ჰყვება მარიამი. მისივე თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში თავს უხერხულად გრძნობდა, ამიტომ აქეთ-იქით იყურებოდა და ელოდა, როდის დამთავრდებოდა შემოწმება. მარიამი იხსენებს, რომ ამის გამო ექიმმა ერთგვარი შენიშვნაც მისცა — უთხრა, რომ შემოწმების დროს მისთვის თვალებში შეეხედა და მზერა სხვა რამეზე არ გადაეტანა. მისივე თქმით, გასიჯნვის დროს ექიმმა რამდენჯერმა ჰკითხა, ცხოვრობდა თუ არა მარტო, რადგან იზოლაციაში გადასვლის შემდეგ მარტო უნდა ყოფილიყო: "ვუთხარი, რომ დედასთან ერთად ვცხოვრობდი და ის გადადიოდა. შემდეგ ნომერი ჩამაწერინა, როცა გინდა დამირეკე, გაწერილიც რომ იყოო. ბოლოს, ალბათ, ვერ მოითმინა და რომ გადიოდა, მითხრა, რომ მეუღლე ან შეყვარებული თუ გყავს, ხომ იცი, ორი კვირა არ უნდა ნახოო", — ამბობს მარიამი. მარიამი არ არის ერთადერთი, ვინც იგივე სასტუმროში, იმავე ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. On.ge ესაუბრა 17 წლის გოგოსაც, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს. არასრულწლოვანი ჰყვება, რომ ექიმი მასთან ღამის 11 საათზე, გაუფრთხილებლად მივიდა. ანას (სახელი შეცვლილია) თქმით, კაცი მთლიანად ეკიპირებული იყო და ნომერში შესვლის დროს სახელითა და გვარით არ გაცნობია. "მითხრა, რომ წელს ზემოთ ყველაფერი გამეხადა. თავიდან ყელი და სუნთქვა შემიმოწმა, შემდეგ მითხრა დაწექიო. შარვალი გაიხადეო. თავიდან ოდნავ ჩავიწიე, თუმცა მთლიანად გამახდევინა. ძალიან უხერხულად ვიყავი, რადგან ასეთი შემოწმება არსად გამიგია. მითხრა, სახსრები უნდა შეგიმოწმოთო, რადგან ევროპაში ეს გამოეპარათ და ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროსო. როცა მუცელზე დავწექი, კინაღამ გადამიწია საცვალი და ძალიან უხერხულად მეხებოდა. შემდეგ ფეხზე ჩაასრიალა ხელები, ძალიან უხერხულად ვიყავი. სულ ირონიულად მელაპარაკებოდა, რატომ ნერვიულობ და ეგეთები. წასვლის წინ მითხრა, შეყვარებული თუ გყავს, დაგელოდოს ათი დღეო. იცინოდა", - ყვება ანა. 17 წლის გოგო ამბობს, რომ თავიდან ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა, რადგან გასინჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა. "შემდეგ მეგობრებს ვკითხე, ვინც მსგავსი პროცესი გაიარა და ასეთი არავის გადახდენია. თავიდანვე მივხვდი, რომ არ იყო სწორი", - ამბობს ის. მარიამისგან და ანასგან განსხვავებულად გასინჯა იმავე ექიმმა სხვა პაციენტი. ნათია (სახელი შეცვლილია), რომელიც კარანტინში შვილთან ერთად იყო, On.ge-ს უყვება, რომ კაცს მისთვის სახსრები არ შეუმოწმებია და ფილტვების გასინჯვის დროს არც სამოსის გახდა მოუთხოვია. მისი თქმით, ექიმმა მხოლოდ კოჭები, მუხლები და ხელები შეუმოწმა. მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ეძინა, ექიმს საერთოდ არ გაუსინჯავს. მარიამ ქ. უკვე თბილისშია, თვითიზოლაციაში. მარნეულის სასტუმროდან დაბრუნების შემდეგ მან სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენის აპარატში საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია და დაუკავშირდნენ ექიმსაც, თუმცა მისგან ოფიციალური პასუხის შესახებ ჯერ უცნობია. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ექიმების მხრიდან პაციენტების სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა იშვიათია. "ჩვენი მთავარი ტენდენცია მაინც სამუშაო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება", - ამბობს ის. სხილაძე აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მომართვიანობა ზოგადადაც დაბალია, მთავარ გამოწვევად კი კვლავ საზოგადოების დამოკიდებულება რჩება. ექიმის მხრიდან პაციენტის სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ კაცი სამინისტროს ან გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი არ არის, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ მოხვდა ის კარანტინის ზონაში. მათი ინფორმაციით, საქმეს აკვირდებიან და გამოძიების შემდეგ შესაბამისი რეაგირება ექნებათ. On.ge დაუკავშირდა ექიმს, რომელსაც ორი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ის ადასტურებს, რომ 24 მარტს მარნეულში მარიამ ქ. გასინჯა, თუმცა ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, გაიდლაინით იხელმძღვანელა და ყველა პაციენტი ერთნაირად შეამოწმა. 31 წლის კაცი მიუთითებს, რომ პაციენტს შეეძლო პროცედურაზე უარი ეთქვა. "სახსრებში შევამოწმე, ფილტვებში მოვუსმინე, ტემპერატურა გავუზომე, გამოვკითხე... სახსრებზე ხელით გავსინჯე, ერთი დადებით. დავადე, გტკივა? არა. "ვსიო". მეტი რა უფლება მაქვს ხელი მოვკიდო ზედმეტად... რაღაცაზე ხომ უნდა მომეჭირა ხელი, რომ მეთქვა? მე გავსინჯე მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლების სახსარი, ხელის სახსარი, თითის დადებით... ინტიმურ ადგილებში არ შევხებივარ, ინტიმურ ადგილებში არაა სახსარი", - ამბობს ექიმი. წყარო: On.ge ექიმი კარანტინი სექსუალურიშევიწროება TbilisiDaily
Marneuli Daily
Marneuli, Georgia · 4 weeks ago
37 წლის კირაჩ-მუღანლოელ ინფიცირებულ ქალს არ სჯერა , რომ კორონოვირუსი აქვს.
37 წლის კირაჩ-მუღანლოელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი 8 ივნისს დაუდასტურდა, აცხადებს, რომ მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ინფიცირებული მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ამჟამად თბილისში, თანამშრომელთან ერთად, მკურნალობას გადის. მისი თქმით, საავადმყოფოში გადაყვანამდე ორი დღით ადრე წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც ინფიცირებული მუშაობს, კორონავირუსის ტესტირებები აიღეს და მისი ტესტის პასუხი დადებითი იყო. „კორონავირუსის დადასტურებამდე ერთი-ორი დღით ადრე ტესტირება ჩაატარეს. მერე, ერთ დღეს სამსახურში საჭმელად დავჯექით და ამ დროს ზარი შემოვიდა, მარნეულიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ სახლში წავსულიყავი, კიდევ უნდა ჩაეტარებინათ ანალიზები. მივედით სახლში და სასწრაფო მოვიდა და გვითხრა, თბილისში უნდა წაგიყვანოთო, მაგრამ ჩვენ ტემპერატურა ან სხვა პრობლემები არ გვქონია. აქ სულ სიცილით წამოვედით“ - ამბობს ინფიცირებული ინფიცირებული ამბობს, რომ საავადმყოფოში ანალიზებს ყოველდღიურად უტარებენ, მაგრამ ექიმები პასუხების შესახებ ინფომრაციას არ აწვდიან. „ამჟამად საავადმყოფოში ვარ. ანალიზების პასუხებზე არაფერს გვეუბნებიან. დღეში ერთხელ გადასხმას აკეთებენ და ერთ ნემსს გვიკეთებენ. სხვა წამლებს არ ვსვავთ. ალბათ, არაფერი არ გვჭირს, არაფერს რომ არ აკეთებენ. ვეკითხებით, ანალიზის პასუხები როგორია, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა. ქართულიც იმ დონემდე არ ვიცი, რომ რამე დამატებით ვკითხო“ 37 წლის ქალს არ სჯერა, რომ ის და მისი თანამშრომელი ინფიცირებულია. ამბობს, რომ თავისუფლად სუნთქავს, ხველა არ აწუხებს და სიცხე არ აქვს. "საკვები ნორმალურია. არც სიცხე გვაქვს, არც ხველა. არაფერი გვტკივა. ინფიცირებულს ყელის ტკივილი ან ტემპერატურა უნდა ჰქონდეს, ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს. ყოველდღე ტემპერატურას ამოწმებენ და 36-ზე მეტი არ მაქვს" ინფიცირებული აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირებები მისი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და რამდენიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დანარჩენი ადამიანები კი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში არიან გადაყვანილი. ამბობს, რომ მისი შვილები რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, მაგრამ არ იცის თუ სად გადაიყვანეს მისი დედა. მედიასთან საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ნინო ვარდიძემ თქვა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კორონავირუსი შესაძლოა უსიმპტომო იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვირუსი არ აქვს. „ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურა, მშრალი ხველა, შესაძლოა იყოს ფაღარათი, შესაძლოა იყოს გემოს და სუნის დაქვეითება, წნევის თამაშები, თავის ტკივილი. ძირითადად წამყვანი სიმპტომებია სიცხე და ხველა. ასევე, შესაძლებელია პაციენტებს ეს მდგომარეობა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც“ - გვითხრა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ეპიდემიოლოგმა გვითხრა, რომ მათაც ჰყავდათ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, ვისაც სიმპტომები არ უფიქსირდებოდა, მაგრამ მას გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა თავის ტკივილები და წნევის თამაშები. „გააჩნია რა სისუსტე აქვს ადამიანს. თუ ადამიანს წნევებისადმი, გულსისხლძარღვთა სისტემისადმი ან რევმატული ფაქტორებისადმი აქვს მიდრეკილება, ამ დროს კორონავირუსი სიმპტომებს ამ მიმართულებით უფრო აძლიერებს“ - ამბობს ნინო ვარდიძე ექიმ-ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით შედის, საავადმყოფო ვალდებულია ის იქამდე დატოვოს კლინიკაში სანამ კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში ორჯერადი „პისიარ“ კვლევა არ ჩაუტარდება და ორივე პასუხი უარყოფითი არ იქნება. „ხშირ შემთხვევაში პაციენტები იმაზე მეტხანს ყოვნდებიან ჩვენთან ვიდრე საჭიროა. იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს აღარ აწუხებდა არაფერი, მაგრამ ორჯერადი კვლევის შემთხვევაში ერთხელ მაინც უფიქსირდებოდა კორონავირუსი. მათ შეეძლოთ მკურნალობის სახლის პირობებში გავლა და გარკვული პერიოდულობის განმავლობაში კლინიკაში შესამოწმებლად მისვლა, მაგრამ სახელმწიფოსგან არ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაცია, რომ თუნდაც ერთჯერადი პასუხით გავწეროთ პაციენტი“ - განაცხადა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსზე ჩატარებული ორჯერადი ტესტის პასუხი უარყოფითია ნიშნავს, რომ ამ ადამიანს კორონავირუსის გადამდებლობა არ აქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს სიმპტომები ის მაინც შეიძლება იყოს საშიში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. წყარო ; რადიო მარნეული#Covid-19 #კირაჩ-მუღამლო #მარნეული #marneulidaily#ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილია მოთავსებული
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპისთვის 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით კლინიკაში მოთავსებულ ახალშობილებს კორონავირუსის გამოსარიცხად ტესტირება ჩაუტარდებათ, რადგან ისინი წითელი ზონიდან არიან გადმოყვანილი. ხოლო, რაც შეეხება, მათთან მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორსულ ქალს, მდგომარეობა სტაბილურია. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული, ორსული ქალბატონი, დაახლოებით, 22 კვირის, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე ჩვენ კლინიკაში 3 ახალშობილიცაა მოთავსებული, მათი მდგომარება მძიმეა, თუმცა, მართვადი. ახალშობილები ყველა შემოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მოგეხსენებათ, არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომელთაც სჭირდებათ ნევნატოლოგების და რეანემატოლოგების დახმარება. ვინაიდან ჩვენ ქვეყანში მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, აქედან გამომდინარე, როგორც საეჭვო შემთხვევა, ეს ახალშობილები გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.“, - განაცხადა რატიანმა.#კორონავირუსი #პანდემია #ახალშობილები #ორსულიქალი #ლევანრატიანი #tbilisidaily
Keso Bigvava
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დილით კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა!
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით დაინფიცირებული მეთოთხმეტე პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტს ტესტები გუშინ ჩაუტარეს. მისივე თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ მცირე ტემპერატურა აღენიშნება. დილით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია 85. ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ინფიცირების წყარო კვლევის პროცესში. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში 4641 ადამიანი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.#კორონავირუსი #პლუს2
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ. „მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული. ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ. შეგახსენებთ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.#ჯარისკაცი #კორონავირუსი #კოვიდ19 #თბილისი #პნევმონია
Keso Bigvava
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ეზუგბაია: უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებული პაციენტების მატებას ველით
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიამჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ უახლოეს დღეებში პაციენტების გამოჯანმრთელებას ელოდებიან. "ძირითადად, პირველად შემოსული პაციენტების რეტესტირებით, შეიძლება ითქვას, რომ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც იმის საწინდარია, რომ ალბათ, შემდგომ ტესტირებისას მოსალოდნელია უკვე უარყოფითი პასუხები", - ამბობს ეზუგბაია. მისივე ცნობით, დღეს დილით ჩატარებული 10 ტესტიდან 10-ვეს პასუხი უარყოფითია. COVID-19 არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. ეზუგბაიას ინფომრაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 34 პაციენტი რჩება. თუმცა, ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან 2 პირის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ერთ-ერთის, ასაკოვანი ქალის მდგომარეობა, როგორც ინფექციური კლინიკის დირექტორი განმარტავს, შეიძლება კრიტიკულად ჩაითვალოს. სულ საქართველოში, 26 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 განიკურნა. შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონებად გამოცხადდა, რადგან მარნეულში 60 წელს გადაცილებული ქალი დაინფიცირდა, რომლის კონტაქტების ჯაჭვშიც 1700-ზე მეტი ადამიანია.#ახალიამბები
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ვემზადებით რთული სცენარებისთვის – ირაკლი სესიაშვილი
ვემზადებით რთული სცენარებისთვის – ირაკლი სესიაშვილი ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის შესასვლელთან. სესიაშვილმა ხუთი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ. „უნდა დაველდოოთ თავდაცვის სმაინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოკოლური წესით მოახდინა ყველა იმ ნორმის დაცვა, ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული. ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურად იქნება ცნობილი. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდდო მათ არ დაუდასტურდებათ“ – განაცხადა სესიაშვილმა. ვაზიანის სამხედრო განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს. რა ხდება ქვეყანაში – ძალიან მოკლედ 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კარგია, მაგრამ … – პაატა იმნაძის რეკომენდაცია სუფთა ჰაერზე სეირნობასთან დაკავშირებით მრავალჯერადი პირბადე არ არსებობს! – ექიმის გაფრთხილება პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები ნაღდი ფულის გამოყენებისას – ეროვნული ბანკის რეკომენდაცია თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო – ილია მეორე გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს რა (არ) შეიზღუდა საქართველოში სპეცრეისების ფრენების განრიგი
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მარნეული-ბოლნისის გზიდან მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს
მარნეულისა და ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტზე შსს-ს თანამშრომლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ერთ მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოუჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ის მომენტალურად გადაიყვანეს ადგილზე მოწყობილ ლაზარეთში, სადაც ექიმებმა გასინჯეს. ამის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც მოქალაქე „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მას მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვს, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზება. მოქალაქეს სავარაუდოდ, დღესვე აუღებენ ტესტს და ლაბორატორიაში კვლევაზე გადააგზავნიან. შსს-ს თანამშრომლებმა და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მისი კონტაქტები უკვე დაადგინეს და მათაც გამოიკვლევენ. 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი. საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა. 24 მარტს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს. ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსისპრევენციაზე: კარგია, მაგრამ … – პაატა იმნაძის რეკომენდაცია სუფთა ჰაერზე სეირნობასთან დაკავშირებით მრავალჯერადი პირბადე არ არსებობს! – ექიმის გაფრთხილება პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები ნაღდი ფულის გამოყენებისას – ეროვნული ბანკის რეკომენდაცია თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო – ილია მეორე კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ნახეთ, რა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის – სპეცრეისების ფრენების განრიგი