https://primetime.ge/gaitsanit-sasuliero-piri-romelits-samsakhuris-gareshe-darchenili-ojakhebistvis-purs-agrovebs/
ქალაქ კასპში შეჭირვებულები ოჯახებისთვის სასულიერო პირმა ტაძარში პურის შეგროვება დაიწყო. აქციაში, კასპის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღოლის მამა ლევანის თხოვნით, ყველა პურის საცხობის მფლობელი ჩაერთო.
იმ ოჯახებს, რომელსაც შემოსავალი არა აქვს და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახურის გარეშე დარჩა, პურის მიღება შეუძლიათ. ისინი ეკლესიასთან უნდა მივიდნენ.
„კორონავირუსის გამო, სანამ უმეტესი ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, კასპში არსებული თითქმის ყველა პურის საცხობის დახმარებით, დღეიდან, წმინდა გიორგის ტაძარში, ყოველდღე 11 საათზე, დავიწყეთ პურის დარიგება, ყველასთვის ვისაც უჭირის პურის ყიდვა. კასპელებო, ვისაც მსგავსი გაჭირვება გაქვთ, გამოგზავნეთ.“ – ამბობს მამა ლევანი.