საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს

0
კარლ ჰარცელმა COVID 19-ის გამო ჯანდაცვისა და ეკონომიკის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ელჩი კორონავირუსის წინააღმდეგ, საქართველოს ძალისხმევას აფასებს და ყველას მოუწოდებს ერთმანეთს გაუფრთხილდნენ. "მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშაო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად.
#politics
#news
#opinion
#photo
#კორონავირუსი
#კორონა
#coronavirus
#covid19
0