ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ტემპერატურთ ყელის ტკივილით კლინიკაში 5 სამხედრო გადაიყვანეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139924 ვაზიანის სამხედრო ბაზიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ექიმი, ნათია მინდაძე ადასტურებს. მისი ინფორმაციით, სამხედროებს გუშინდელი საღამოდან ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სისუსტე აღენიშნებოდათ. გადმოცემით ვიცი, რომ ისინი, სამი დღის წინ, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის იყვენენ მარნეულში. სამი დღეა რაც სამხედრო ბაზას დაუბრუნდნენ და გუშინ საღამოდან გამოიხატა ჩივილები, რის შემდეგაც ისინი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს"- ამბობს ექიმი ტვ. პირველის ეთერში და აღნიშნავს, რომ საეჭვო კონტაქტებზე სამხედროები არ საუბრობენ. ექიმის თქმით, ანალიზის პასუხებს უახლოეს საათებში ელოდებიან.
0