ტაილანდში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139927 ტაილანდში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღნიშნული რეჟიმი 30 აპრილამდე იმოქმედებს. შესაბამისად, დღეიდან ქვეყანაში უცხოელების ჩასვლა იკრძალება. საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება საშუალებას მისცემს პრემიერ-მინისტრს, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება. ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულები უმკაცრესად დაისჯებიან. ტაილანდში ამჟამად კორონავირუსის 934 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.
0