თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 433-ს მიაღწია, გარდაიცვალა 59 ადამიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139929 თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 433-ს მიაღწია, გარდაიცვალა 59 ადამიანი, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გააკეთა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში თურქეთში 5035 ადამიანის ტესტირება ჩაატარეს, მათგან 531-ის პასუხი დადებითი იყო. „დავკარგეთ კიდევ 15 პაციენტი“ – წერს კოჩა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
0