გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები – „სამოქალაქო იდეის“ ახალი კამპანია

0
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ საქართველოში სამუშაო ადგილების გადარჩენისთვის კამპანიას იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი კამპანიის იდეას განმარტავს. „ამ ძნელბედობის ჟამს, დარწმუმებული ვარ ყველა ვფიქრობთ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, დავეხმაროთ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას
#გადავარჩინოთ
სამუშაო ადგილები. ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის დახმარებაში, დავეხმაროთ ადამიანებს არ დაკარგონ სამსახური! როგორ? მაგალითად, წლის მანძილზე უამრავი ღონისძიება იყო დაგეგმილი რომელიც გაუქმებული ან გადადებულია. ბიზნესის შემხვედრი ნაბიჯების და თანხმობის პირობებში, გთავაზობთ ყველამ, ე.წ სასაჩუქრე სერთიფიკატის პრინციპით წინასწარ შევიძინოთ საკონფერენციო, სასტუმროსა და რესტორნების მომსახურება, რასაც ჩვეულებრივ პირობებში გავაკეთებდით 12 თვიანი გამოყენების შესაძლებლობით. ეს ყველას შეგვიძლია, ხელისუფლებას, არა-სამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა.ჩვენ მზად ვართ ამისთვის! შემოუერთდით კამპანიას
#გადავარჩინოთსამუშაოადგილები
.“ – აცხადებს თინათინ ხიდაშელი. https://primetime.ge/gadavarchinot-samushao-adgilebi-%E2%80%9Esamoqalaqo-ideis%E2%80%9C-akhali-kampania/
0