დეტალები ორი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების შესახებ

0
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება. ის თვითიზოლაციაციში იმყოფებოდა და დაავადება მე-13 დღეს დაუდასტურდა. მისივე თქმით, მეორე პაციენტი არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. ეს პირიც თვითიზოლაციაში იყო და კლინიკაში დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა. მისი ისტორია ამერიკას უკავშირდება. ეზუგბაიას განცხადებით, გუშინდელი დილის მონაცემებს 5 ახალი შემთხვევა დაემატა, დღეს დილით 77 შემთხვევა გვაქვს. აქედან 34 პაციენტი იფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 კი ხუთ მიმღებ სხვადასხვა კლინიკაშია განთავსებული. , , ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#ახალიშემთხვევა
#ინფიცირებულები
#მარინაეზუგბაია
#ამერიკულიკლასტერი
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0