28 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს ❤️
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს სიონი ჰქვია. სიონი (ებრ. მზიანი) იერუსალიმში არსებული მთის სახელია, სადაც დაკრძალულნი არიან ებრაელი მეფეები დავითი და სოლომონი. მაცხოვარმა ამ მთაზე შეასრულა საიდუმლო სერობა, ჯვარცმის შემდგომ, მკვდრეთით აღდგომილი, აქ ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აქვე იდგა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა და მიიცვალა.
საქართველოში ბევრი სიონია. მათ შორისაა ბაგრატის ტაძარი, ერთიანი საქართველოს სიმბოლო ❤️
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#მეცნიერება