კახეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 3 929-მდე გაიზარდა
Tbilisi Daily
კახეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 3 929-მდე გაიზარდა.
რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასეთია: ახმეტაში 284 კოვიდინფიცირებულია, გურჯაანში - 778, დედოფლისწყაროში - 350, თელავში -1078, ლაგოდეხში - 154, საგარეჯოში -378, სიღნაღში - 236 და ყვარელში - 310.
ამ ეტაპზე 1950 მოქალაქე მკურნალობს, მათ შორის 1734 პირი ბინაზე იმყოფება, 31 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 185 იმყოფება კოვიდ-კლინიკაში მკურნალობს. თვითიზოლაციაში რჩება 2 361 ადამიანი.
რეგიონის საკარანტინო ზონაში იმყოფება 67 მოქალაქე. ბოლო ინფორმაციით, სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 1 881-ს მიაღწია, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 9343 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 7560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 303 მოქალაქე.