გვყავს პაციენტი, რომლის შვილის დაუდევრობის გამო, დედა ამ წუთში რეანიმაციაში კვდება - რატიანი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142055
გვყავს პაციენტი, რომლის შვილის დაუდევრობის გამო, დედა ამ წუთში რეანიმაციაში კვდება - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში. ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.