კერძო სასტუმროების მეპატრონეები შეღავათებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ითხოვენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მფლობელების მიერ გამოყოფილი, 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრები, გუშინ, ქობულეთის მაჟორიტარს, საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძეს და ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს პარტიის ოფისში შეხვდნენ და ისაუბრეს. საუბრის მთავარი თემა იყო, საოჯახო სასტუმროების მფლობელებს, ბანკებიდან აღებული სესხები ერთი წლით წლის ვადით გადავადების მოთხოვნა იყო. რადგან ისინი წლევანდელ სეზონზე დარიცხული ნამატი პროცენტის სრული სუბსიდირებას ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან. სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ მათ დაპირება მიიღეს და პარასკევს ეცოდინებათ საბოლოო პასუხი, თუ რა ფორმით მოხდება მათზე დახმარების გაწევა. როგორც კობა ნაკაიძე ამბობს, ყველა ცენტრალურ დონეზე აპირებს ყველა საჯარო პირთან შეხვედრას, მათ შორის ხვალ პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და ბანკების წარმომადგენლებსაც შეხვდება.