თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 950-მდე გაიზარდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 192 შემთხვევა გამოვლინდა და 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსი 187 685 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 4 950 გარდაიცვალა, 160 240-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო. ქვეყანაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.