ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ მატანში ცოტა ხნის წინ მოხდა.
სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ტრავმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მცირეწლოვანი გოგო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.
თვითმხილველების თქმით, „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა, გზაჯვარედინზე გადმოდიოდა, რა დროსაც სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
ავტომობილში მყოფი 20-წლამდე ახალგაზრდა კაცი კი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.