რუსეთში კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25000-ს აღემატება

Tbilisi Daily

რუსეთში კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25000-ს აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-მა 179 ადამიანი იმსხვერპლა თურქეთში, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 657-ით გაიზარდა. სომხეთში გარდაცვალების 28 და ინფიცირების 1 785 შემთხვევა აღირიცხა. 32 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს აზერბაიჯანში. გამოვლინდა ინფიცირების 2 700-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.