USA TODAY: ტრამპს ეკონომიკური სასწაული სურდა, თუმცა საწინააღმდეგოს მიაღწია.
Headline
USA Today წერს, რომ დღესდღეობით ამერიკა ყველაზე დიდი ეკონომიკური მარცხის მომსწრეა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ამის მიზეზი კი კორონა ვირუსის ახალი ტალღაა სამხრეთ შტატებში. არავინ ისეთი დამნაშავე ამაში არ არის, როგორც დონალდ ტრამპი. მან გახსნა შტატები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მზარდი რიცხვის მიუხედავად, რომლებიც კორონა ვირუსთან იყო დაკავშირებული. მან თქვა, რომ ჩვენ უნდა გვეხილა ამერიკული სასწაული, ამერიკის დაბრუნება, ეკონომიკის აღორძინება, მისი ეკონომიკის აღდგენის გეგმა შტატების გახსნა იყო, წერს USA Today.
ამის გამო ვირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება და ბევრი შტატი ხელახლა იკეტება. არიზონაში დაიხურა ბარები, სპორტ დარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები. სხვა ბევრი შტატიც მსგავს მაგალითს იზიარებს. რაც უფრო მეტი ადამიანი ავადდება, ამერიკის ეკონომიკის აღდგენა სულ უფრო და უფრო შორეულ მომავალში ინაცვლებს.
ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ვირუსის მეორე ტალღას ებრძვის, თუმცა უშედეგოდ. მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნები ხსნიან საზღვრებს, ესტონეთსა და ისლანდიაში თითქმის აღარ ფიქსირდება შიდა გადაცემის ფაქტები, ევროკავშირი კი თანდათან აღდგენს ფრენებს, თუმცა არა ამერიკელებისათვის - ამ დროს ამერიკაში ფიქსირდება კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი დონე. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 4%-ს შეადგენს, თუმცა მათ მიერ დადასტურებული შემთხვევები მსოფლიო დაინფიცირების საერთო რაოდენობის 26%-ია. ეს კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ა.შ.შ-ში უმუშევრობის დონე 10.4%-ით გაიხარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მანამდე არსებული უმუშევრობის მაჩვენებელი გასამმაგდა. USA Today წერს, რომ ამ შედეგებში დამნაშავე დონალდ ტრამპია. იგი კონკრეტული გეგმისა და მეცნიერული შეხედულებების გაუთვალისწინებლად მოქმედებდა.
ეკონომისტების ვარაუდით, ე.წ „მეორე ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას ძალიან დააზარალებს და ამ შედეგებს ამერიკა მომდევნო თვეებში იხილავს. მეორე ტალღა მნიშვნელოვნად შეამცირებს სამუშაო ადგილებს და შესაძლოა, რომ უმუშევრობის დონე 2021 წლამდე გაორმაგდეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ზუსტი რიცხვის თქმა, თუ რამდენად შემცირდება სამუშაო ადილები და როგორ ზეგავლენას მოახდენს ვირუსის მეორე ტალღა ეკონომიკაზე, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ამერიკელებს დიდ ეკონომიკურ გაჭირვებას უწინასწარმეტყველებს.
სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
#headline
#USA
#coronavirus
#აშშ
#კორონავირუსი