1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დადასტურდა, 360 - აჭარაში – ენდელაძე
Pirveliradio Ge
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა, 360 - აჭარაში.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი ცნობით, 99 იმერეთში დადასტურდა, 78 ქვემო ქართლში, 73 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 46 კახეთში, 25 გურიაში, 15 მცხეთა-მთიანეთში, 15 შიდა ქართლში, ხოლო 7 სამცხე ჯავახეთში.