ელისო კილაძე: მოვყვები ვის, როდის და სად გივაჭრიათ!
Tbilisi Daily
ჟურნალისტი და "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ეხმაურება და ოპოზიციას მიმართავს.
,,რა მეხუთე რაუნდი და ელჩებმა გთხოვეს არ გაამხილოთ საუბრის შინაარსი, თქვენ ხომ კარგად ხართ!
არ იქნება ვადამდელიო და არ იქნება პლებისციტიო!
ვის ელაპარაკებით, რას ელაპარაკებით, გავრილოვის კობახიძეს?!
გაგიტკბათ თქვენ ჩემი მორატორიუმი -ეთერ ეთერ ვივლი და მოვყვები ვის, როდის და სად გივაჭრიათ!!!!
ბევრი კი ვიცი, იცით!!!!
ჰო, ოლიგარქის ფულს ხელი თუ მოკიდეთ, პირობების შესრულებასაც გთხოვთ -რა გეგონათ აბა?! - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.