ბათუმში 9 პირი დააკავეს

Batumi Daily

ბათუმში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს. შშს-ს განცხადებით, ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და საზღვარზე გადასვლის ნიშანი პასპორტში არ ჰქონდათ. ჩხრეკის შედეგად შშს-მ იარარიც ამოიღო. "ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში" - ნათქვამია განცხადებაში. ოპერაცია ერთდროულად ორ მისამარზე განხორციელდა, სადაც თურქეთის 9 მოქალაქე ცხოვრობდა და ინახავდა იარაღს. გამოძიება უკვე დაწყებულია, რადგან საზღვრის უკანონო კვეთასთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვის გარეშე შენახვაც დასჯადია. ოპერაცია შშს ბათუმი იარაღი batumidaily