Facebook-ი ხელისუფლებების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების გვერდების მონიშვნას იწყებს

Tbilisi Daily

ოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაცია ხელისუფლებების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მონიშვნას დაიწყებს. ამის შესახებ თავად კომპანიაში განაცხადეს. „რამდენიმე თვის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ იმ მედიასაშუალებების გვერდების მონიშვნას ვაპირებთ, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებების სარედაქციო კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. დღეიდან ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ისეთი მედიასაშუალებების გვერდები, როგორიც არის რუსული RT და Sputnik-ი და ჩინური Xinhua News-ი და People’s Daily-ი, როგორც ხელისუფლებების კონტროლის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები იქნებიან მონიშნულნი. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ სახელმწიფო პოლიტიკის ახალ ამბებზე შესაძლო გავლენის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშუალება არ დაეთანხმება ამგვარ მონიშვნას, მას ამის გასაჩივრების საშუალება ექნება სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში, თუმცა საამისოდ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის მტკიცებულების წარდგენა გახდება საჭირო. ასეთ შემთხვევაში Facebook-ი კონსულტაციებს დამოუკიდებელ ექსპერტებთან გაივლის.