პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს კენჭს უყრის
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის.სესიამდეპრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან.
სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.
ძველ პოზიციებს ინარჩუნებენ სხვა მინისტრები.
შინაგან საქმეთა მინისტრი -ვახტანგ გომელაური;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი -მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი -ეკა ტიკარაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი -თეა ახვლედიანი;
ფინანსთა მინისტრი - ვანო მაჭავარიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი -დავით ზალკალიანი;
იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი -ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი -ნათია თურნავა.
ნდობის მისაღებად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.