იმპორტი რისკის ქვეშ დგება, იმპულსი ეცემა: დელბამ ვირუსულ კრიზისზე და მის გამოსავალზე ისაუბრა
Sokhumi Daily
ახალმა ე.წ ვიცე-პრემიერ მინისტრმა და აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ ისაუბრეს ეკონომიკაში შეზღუდვების რეჟიმის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ.
ვლადიმერ დელბამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში შემოღებული შემაკავებელი ზომების შედეგად, აფხაზეთის ეკონომიკა განიცდის კრიზისს. მანამდე ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების მხარე 1 აპრილიდან 24 აპრილამდე შემცირდა, დაახლოებით, 129 მილიონი რუბლით.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის რვა თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, შემოსავალი 60% -მდე შემცირდება.
ჯანსუღ ნანბას მოსაზრებას ეთანხმება ე.წ პრემიერ მინისტრი. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ზარალშია. პირველ რიგში, აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯების პრიორიტეტულობის განსაზღვრა და რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების გაზრდა. ეს, სავარაუდოდ, საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ შემოსავლის ვარდნა მცირე დონეზე, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ 2020 წელს ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ 60% და, შესაძლოა, მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლიდან. ”- თქვა დელბამ. მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდება ახალი გამოწვევის გათვალისწინებით.
”ეს გამოწვევა გვიჩვენებს კორონავირუსის გავლენას ეკონომიკაზე. შესაბამისად, მე მჯერა, რომ ღონისძიებების მთელი რიგი, მათ შორის ეკონომიკის მხარდაჭერა, აფხაზეთის ე.წ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს. ეკონომიკის მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმაა დასაშვები, პირდაპირი ბიუჯეტის დაფინანსებადან "სახელმწიფოს" ელემენტებამდე. ამასთან, ბუნებრივია, აუცილებელია მოსახლეობის მუდმივი დასაქმება არსებული სახელფასო ფონდის შესანარჩუნებლად ”- თქვა ე.წ პრემიერ მინისტრის მოადგილემ.
#კრიზისი
#ეკონომიკა
#ბიუჯეტი
#აფხაზეთი
#sokhumidaily