გახარია: დარწმუნებული ვარ, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა გამოწვევის დაძლევაში დაგვეხმარება
Tbilisi Daily
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს „უკეთესი მომავლის მხარდაჭერისთვის“ კოგრესმენ ჯო უილსონს მადლობას უხდის.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ხალხისთვის წარმატების მიღწევის გზაზე, ყველა გამოწვევის დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ განვგარძობთ აშშ-სთან თანამშრომლობას დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.
კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებით, გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა.