ნიგერიაში ქალების სერიული მკვლელი სიკვდილით დასაჯეს
Tbilisi Daily
ნიგერიაში სიკვდილით დასაჯეს 26 წლის კაცი, რომელსაც ცხრა ქალის მკვლელობა ედებოდა ბრალად, - ამის შესახებ BBC წერს.
გამოძიების ცნობით, გრეიშას დევიდ-უესტი ქალებს სასტუმროში ეპატიჟებოდა, მათთან სქესობრივ კონტაქტს ამყარებდა და ამის შემდეგ ხოცავდა. მკვლელობისას კი, ძირითადად, ზეწარს იყენებდა. მისი მსხვერპლებიდან რამდენიმე, სწორედ ზეწრითაა ჩამომხრჩვალი.
მკვლელი დანაშაულს ერთ კონკრეტულ დასახლებაში არ ჩადიოდა. ის ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა. ცხრავე მკვლელობა 2019 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდშია ჩადენილი.
ნიგერიაში ადამიანები სიკვდილით ბოლოს 2016 წელს დასაჯეს. მაშინ სასამართლომ სიკვდილით დასჯა სამ ადამიანს მიუსაჯა.