ბაჩალიაშვილის საქმე -რა ვიდეომასალები აჩვენეს მიხეილ რამიშვილს პროკურატურაში?

Tbilisi Daily

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის,თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც მან შენობიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში ვიდეოჩანაწერებს გაეცნო. „გარკვეული ვიდეოჩანაწერები ვნახე, რომელიც დაკავშირებულია იმ ჯიპებთან. ნაწილი კიდევ აკლია და გადაწერა მიმდინარეობს. როდესაც სრულად ვნახავ, მერე უკვე შესაძლეველი იქნება სრული შეფასება, თუ რა შემხებლობა შეიძლება ჰქონოდა აღნიშნულ ავტომობილებს ამ საქმესთან. ვინაიდან ეს ყველაფერი საიდუმლო ბაზიდან არის, ვალდებული ვარ, ამ დეტალებზე არ ვისაუბრო. ვალდებულება მაქვს, რომ ეს საიდუმლო არ გავამჟღავნო. ამ ვიდეოჩანაწერებს რომ ვნახავ, მერე იქნება პასუხი, რა შემხებლობა ჰქონდა ამ ავტომობილებს თამართან. როგორც გენპროკურორმა დაგვიდასტურა, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნებოდა და არ იქნებოდა ექსპერტების ჩართულობის პრობლემა. კიდევ ერთხელ მივმართავთ გენპროკურორს და ვკითხავთ, როდის იქნება ინფორმაცია იმ სრული მასალის, რაც წაშლილია კომპიუტერიდან, ასევე სატელიტიდან როდის იქნება სურათები, ჩემი რწმენით იქ ავტომობილი ნამდვილად არ იყო. სატელიტიდან გამოჩნდება იქ იდგა თუ არა ავტომობილი და კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული. ასევე, ხვალ რუსთავში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი – მანქანის ექსპერტიზა“, – განაცხადა რამიშვილმა.