საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 499 შემთხვევა დაფიქსირდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140390 საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 499 შემთხვევა დაფიქსირდა.აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ქვეყანაში გარდაცვალების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 523-ს შეადგენს. რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, ორშაბათის შემდეგ ახალი შემთხვევების რიცხვი 7 578 – ით გაიზარდა და 52 128-ს აღწევს. ქვეყანაში ინტენსიურ თერაპიას გადის 5 565 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც სერიოზული/კრიტიკულია.