COVID19-ის სიმპტომები ეტაპების მიხედვით

Tbilisi Daily

COVID19-ის სიმპტომები სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად ვლინდება. მაგალითად საწის ეტაპზე, 1-3 დღეს - შეიძლება გამოხატოს ყელში ფხანვის მაგვარი შეგრძნებით, ხველებით, ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით. შეიძლება გქონდეთ ქოშინი და ზეწოლის შეგრძნება მკერდთან. ხანდახან გამოხატულია დიარეა. ზოგჯერ პაციენტები გრძნობენ დაღლილობას ან კარგავენ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას. 4-6 დღე - ასაკოვან ადამიანებში, ან მათში, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ, შეიძლება დაიწყოს სუნთქვის გაძნელება. ბაშვებში და მოზრდილებში შეიძლება გაჩნდეს მოწითალო ლაქები, შესიებები ან ბუშტუკები ხელისა და ფეხის თითებზე. 7-8 დღე - ადამიანებს რომელთაც ჰქონდათ მსუბუქი სიმპტომები 1 კვირის შემდეგ შეიძლება ითქვას,რომ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვეს. მაგრამ სიმპტომების დაწყებიდან 10 დღე მაინც უნდა იყვნენ იზოლაციაში და 10 დღის შემდეგ კიდევ 24 საათიანი უსიმპტომო,სიცხის გარეშე პერიოდი უნდა გაიარონ სანამ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდებიან. მაგრამ პაციენტები, რომელთა მდგომარეობა თანდათან უარესდება, აუცილებელია აკონტროლონ სატურაცია და კონტაქტი ჰქონდეთ პირად ექიმთან. 8-12 დღე - შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი პერიოდია. სწორედ აქ იწყება მდგომარეობის გაუმჯობესება ან დამძიმება. დაახლოებით 15 % -ში სწორედ ამ პერიოდში შეიძლება განვითარდეს რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ამ დროს ალვეოლები სითხით ივსება, რაც ხელს უშლის ჟანგბადით ფილტვების შევსებას. პაციენტთა უმრავლესობაში მე-12 დღეს ცხელება აღარ აღინიშნება, შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ ხველა. 13-14 დღე - პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ დაავადება მსუბუქი სიმპტომებით,შეიძლება ითქვას ბოლომდე გამოჯანმრთელებულები არიან. შედარებით გართულებული მდგომარეობის დროს თუ პაციენტს ნორმალური სატურაცია აქვს 2 კვირის შემდეგ აღინიშნება გამოჯანმრთელება. პირებში რომელთაც ჟანგბადის დაბალი დონე აქვთ, გამოჯანმრთელების პროცესი კიდევ უფრო ხანგრძლივია.