ვაქცინა სავარაუდოდ 1 წელში იქნება მზად

Headline

ევროპის წამლის სააგენტოს აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ერთ წელიწადში იქნება მზად. შესაბამისი განცხადება წამლის სააგენტოს წარმომადგენელმა, მარკო კავალერიმ გააკეთა. მან თქვა, რომ ამ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას მსოფლიოს ლაბორატორიებში მიმდინარე პროცესები აძლევს. „ამის შესაძლებლობას ვხედავთ, თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმილია, ვაქცინა მზად სავარაუდოდ ერთ წელიწადში იქნება“, – განაცხადა კავალერიმ. #კორონავირუსი #კოვიდ19 #ვაქცინა #ჰედლაინი