„ლელოს“ წევრის მიმართ ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით საქმეა აღძრული – კობერიძე
Pirveliradio Ge
„ლელოს“ წევრებზე, მათ შორის ქალ წევრებსა და აქტივისტებზე ფიზიკური ზეწოლა და დაპირისპირება ხორციელდება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ლელოს“ წევრებზე, მათ შორის ქალ წევრებსა და აქტივისტებზე ფიზიკური ზეწოლა და დაპირისპირება ხორციელდება. ამ ფაქტების თაობაზე ოფიციალური შეტყობინებებია გაგზავნილი შესაბამის სტრუქტურებში. ჩვენი წევრის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით საქმეც არის აღძრული. ეს ის ფონია, რასაც ხელისუფლება ქმნის დაშინების მიზნით. ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება. ასეთი ფაქტები 2012-შიც ბევრი გვახსოვს, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რითიც დაამთავრა, კარგად გვახსოვს“, – განაცხადა კობერიძემ.