ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერი მძიმე მდგომარეობაშია

Sokhumi Daily

ბედიის მონასტრის მძიმე მდგომარეობის გამო ნიკოლოზ ანთიძემ ჯერ კიდევ 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებდა. ოჩამჩირეში მდებარე მეათე საუკუნის ბედიის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობაზე ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს ტაძრის დაზიანებული ფრესკები. მონასტერში ღვთისმსახურება რუსულ ენაზე ტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა სამუშაოები მიმდინარეობს ტაძარში ახლა: “სამწუხაროა ის, რომ კადრებში კარგად ჩანს ტაძრის ტერიტორიაზე, ანუ ინტერიერში, როგორ დგას ისევ ხარაჩოები, დგას დუღაბისთვის მოსაზელი აპარატურა და შესაბამისი მოწყობილობები. თვითონ ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოკუპაციის შედეგად ძეგლი ძალიან მძიმე დგომარეობაშია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორსიო თანამეგობრობას, რომ რამენაირად დაიძრას ეს პროცესი, რათა ერთობლივი მონიტორინგი მაინც განხორციელდეს იმ ძეგლებზე, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია”, – განაცხადა ნიკა ანთიძემ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #ძეგლი #კულტურულიმემკვიდრეობა #კულტურა #მონასტერი #ოკუპირებული #ოკუპირებულიაფხაზეთი