ვინც კოვიდინფექცია დაამარცხა 1 თვე ვაქცინაციას თავი უდნა აარიდოს
Tbilisi Daily
„რთული ალერგიული რეაქციების გარდა, ვაქცინის არ გაკეთების წინაღობა არ არის“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
ექიმის თქმით, შესაძლოა, ინფექციის გადატანიდან 1 თვის განმავლობაში არ აიცრას ახლადგადატანილი ინფექციის მქონე ადამიანი.
„რთული ალერგიული რეაქციების გარდა, ვაქცინის არ გაკეთების წინაღობა არ არის. რეკომენდაცია არის ის, რომ თუკი ალერგიულია ადამიანი, ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ, 15-დან 30 წუთამდე სასურველია იყოს იმ ადგილას, სადაც ვაქცინას გაიკეთებს და ამ დროის გავლის შემდეგ დატოვოს სამედიცინო დაწესებულება," - აღნიშნა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.