კორონავირუსი გაზაფხულამდე კიდევ მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს?
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი გაზაფხულამდე კიდევ, დაახლოებით, მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდება.
„პროგნოზია, რომ პანდემია გაზაფხულამდე კიდევ ერთ მილიონ ადამიანს შეიწირავს ანუ ის იქნება უფრო მეტად მკვლელი, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი. ესენია ოთხი ყველაზე მკვლელი ინფექცია მსოფლიოში. კორონა მათ გადაასწრებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინის დამტკიცებამდე ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება პირბადის გამოყენებაა.