საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.
13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი, წირვა - 10:00 საათზე.
ვირუსთან დაკავშირებით, ხალხის უსაფრთხოებისმიზნით, ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.
აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, - წერია საპატრიარქოს ინფორმაციაში.