The New York Times-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, მასობრივი საფლავია გამოსახული
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, გამოსახულია მასობრივი საფლავი ქალაქ ლისიჩანსკში, უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ჟურნალისტების თანახმად, საფლავი ქალაქის განაპირას იმყოფება და წარმოადგენს ღია ტრანშეას. უკრაინელი სამხედროების თანახმად, მასში დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქის გვამია. ისინი დაიღუპნენ ლისიჩანსკში, სევეროდონეცკსა და რუბუჟნიში დაახლოებით აპრილის შემდეგ პერიოდში. დაღუპულებს არ ჰყავთ ნათესავები, ვისაც შეეძლებოდა მათი გვამების წაღება და დასაფლავება. სამხედროები აცხადებენ, რომ არ შეუძლია ტრანშეაზე მიწის მიყრა, რადგან ტექნიკა სანგრების გათხრისთვის არის მობილიზებული.
ლისიჩანსკს უკრაინის არმია აკონტროლებს. ადრე ლისიჩანსკში მასობრივი საფლავის შესახებ ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი გაიდაიმ. უკრაინის მედია წერდა მაისში, რომ ყოფილ მაღარო „მოსკოვსკაიაში“ 150-მდე გვამი იმყოფებოდა.
The New York Times-ის პუბლიკაციიდან არ ჩანს, ეს მაღაროში სასაფლაოზეა ლაპარაკი, თუ სხვაზე.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის შემდეგ დაიღუპა თითქმის ოთხი ათას ხუთასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 300 ბავშვია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31903195.html
Source: radiotavisupleba.ge