ახალი სახეები "ქართულ ოცნებაში"

Tbilisi Daily

უახლოეს დღეებში შერჩევის პროცესს დავასრულებთ და იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში ოცდაათივე მაჟორიტარი დასახელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სიაში იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდიხანია გუნდში არიან და ასევე მრავლად იქნებიან ახალი სახეებიც. „უკვე ივლისის შუა რიცხვებიდან სურლმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე უნდა გადავიდეთ. სიაში იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდი ხანია გუნდში არიან და ასევე საკამოდ მრავლად იქნებიან ახალი სახეებიც“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ______ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com