დღეიდან დახურული კაფე-ბარები იხსნება

Pirveliradio Ge

ღია სივრცეების შემდეგ, დღეიდან მუშაობას დახურული კაფე-ბარები და რესტორნებიც განაახლებენ. დახურულ კაფე-ბარებში ორმეტრიანი დისტანციის დაცვის მიზნით მაგიდების რაოდენობა შემცირდა. სტუმრებს თერმოსკრინინგისა და დეზობარიარის გავლა მოუწევთ. კვების ობიექტებში მაგიდებთან ერთად, ჭურჭელიც სპეციუალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება. ასევე განისაზღვრება ერთ მაგიდაზე მჯდომ პირთა რაოდენობაც. http://pirveliradio.ge/?newsid=145023 #news #ახალიამბები