დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა
Tbilisi Daily
ქართველ მეზღვაურები ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად, უსაფრთხო და ძლიერ ფლოტში დასაქმდებიან, სადაც სრულიად დაცულია მეზღვაურის შრომითი უფლებები. მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს ხელი საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მოეწერა.
ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაცაა.
გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტია, რომლის ქვეშ 1300-ზე მეტი გემი დაცურავს.