პიკს ჯერ არ ჩაუვლია და ვერ გამოვრიცხავთ, რომ სიტუაციის ყველაზე რთული სცენარი განვითარდება -მიშუსტინი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140669
რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა რუსეთში ახალ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში პიკი ჯერ კკიდევ არ დამდგარა.
"ნათელია, რომ დაინფიცირებების პიკს ჯერ არ ჩაუვლია და ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ სიტუაციის ყველაზე რთული სცენარი განვითარდება," - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ განცხადება მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გააკეთა.
მოსკოვში მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ სახლის დატოვების უფლება, თუ სურსათის ან მედიკამენტების შეძენა სურთ. ასევე, მათ უფლება აქვთ სახლთან ახლოს შინაური ცხოველები გაასეირნონ.
რუსეთში 3 აპრილის ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 4 149 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პირი, გამოჯანმრთელდა - 281.