ბათუმში კორნავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებული თურქეთიდან შემოვიდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა. უწყების ცნობით, ის კარანტინში იმყოფებოდა. პაციენტი კლინიკაშია გადაიყვანილი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს. დღეს, 22 ივნისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 24-ით გაიზარდა და 1073-ს მიაღწია