ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს?

Tbilisi Daily

გერ­მა­ნულ­მა ჟურ­ნალ­მა "შპი­გელ­მა" («Der Spiegel») გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით "ვინც ვაქ­ცი­ნას აკონ­ტრო­ლებს, ის მსოფ­ლი­ო­საც მარ­თავს", რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი "კო­ვიდ-19"-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბი­სა და მის გა­სა­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა. "მალე მოხ­დე­ბა პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბა. ზო­გი­ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ უკვე საკ­მაო ხნის წი­ნათ და­ი­ჯავ­შნეს თა­ვის­თვის ვაქ­ცი­ნის მი­ლი­არ­დი­ა­ნი დო­ზე­ბი. ზო­გი­ერ­თებს კი რუ­სეთ­ზე ან ჩი­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ემუქ­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას: მსოფ­ლი­ოს გი­გან­ტუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წევს სა­ხელ­წო­დე­ბით "კო­ვიდ-19"-ის ვაქ­ცი­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფი წარ­მო­ე­ბა და მისი გა­ნა­წი­ლე­ბა". ეს არის უზარ­მა­ზა­რი ლო­ჯის­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს. ის, ვინც პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა ვაქ­ცი­ნის რიგ­ში, პირ­ვე­ლი და­ას­რუ­ლებს "ლო­ქ­და­უნს", გახ­სნის სკო­ლებს, რეს­ტორ­ნებს და ეკო­ნო­მი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას შეძ­ლებს. ის სა­ხელ­მწი­ფო, ვის ხელ­შიც აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა და კონ­ტრო­ლი, თა­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბას გა­ა­ფარ­თო­ებს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას პან­დე­მია შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი ჰქონ­დეს და ამით გავ­ლე­ნა გა­იძ­ლი­ე­როს. ეს იგი­ვეა, რაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში იდე­ო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­და. თა­ვის მხრივ, სხვა, უფრო სუსტ ქვეყ­ნებს მო­უ­წევთ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა მო­ახ­მა­რონ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბას. "თუ ვიმ­სჯე­ლებთ იმა­ზე, რა გვაჩ­ვე­ნა კო­რო­ნა­ვირუს­მა, მა­შინ უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ "კო­ვიდ-19"-მა გა­მო­ავ­ლი­ნა და გა­ა­შიშ­ვლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი - ან­გა­რე­ბა, შური, ეგო­ცენ­ტრიზ­მი", - ამ­ბობს კარ­ლი­ნე კლი­ა­ე­რი, საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ექი­მე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შეს" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, - არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ასე­თი სა­ზი­ზღა­რი, მა­ფი­ო­ზუ­რი და ქუ­ჩუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, რო­გო­რიც პირ­ბა­დე­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და პან­დე­მი­ის პირ­ველ თვე­ებ­ში. არა­და, პირ­ბა­დე­ე­ბის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა ლო­ჯის­ტი­კუ­რად შე­და­რე­ბით ად­ვი­ლი იყო. რას იზამს და რო­გორ მო­იქ­ცე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვაქ­ცი­ნის და­უფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?". ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის ვა­რა­უ­დით, არის იმე­დი იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რად მოხ­დე­ბა. ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა მზად­დე­ბა: ჯან­მო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის პრო­ცეს­შია 48 პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნა, მათ­გან 11-ის გა­მოც­და ბოლო ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ამ ვაქ­ცი­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან ჩი­ნეთ­ში, აშშ-ში, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში, აგ­რეთ­ვე რუ­სეთ­ში და ინ­დო­ეთ­ში. რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მირ პუ­ტინს გან­ზრა­ხუ­ლი აქვს, რომ მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე მიმ­დი­ნა­რე წელს და­ი­წყოს. მაგ­რამ ამის­თვის მას მო­უ­წევს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის (აც­რის) ჩა­ტა­რე­ბა არ სურს და მათი რა­ო­დე­ნო­ბა ცოტა არ არის - მო­სახ­ლე­ო­ბის 59%. გარ­და ამი­სა, რუ­სეთს აქვს კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა - ვაქ­ცი­ნის გა­ნა­წი­ლე­ბა ქვეყ­ნის ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უტ­რან­სპორ­ტო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის - გა­ცი­ვე­ბის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. გა­სა­გე­ბია, რომ ეს იმ ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა, ვი­საც თვი­თონ შე­უძ­ლია ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით უარს ამ­ბობს გა­რე­დან დახ­მა­რე­ბა­ზე, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ ვაქ­ცი­ნის გა­ნა­წი­ლე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა, თვით გან­ვი­თა­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­შიც კი. უპირ­ვე­ლე­სად, რო­გორც უკვე ვახ­სე­ნეთ, პრობ­ლე­მას ქმნის ვაქ­ცი­ნის გა­ცი­ვე­ბის სის­ტე­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა: ვაქ­ცი­ნა მი­ნუს 70 გრა­დუს­ზე ინა­ხე­ბა, რაც ხში­რად თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­შიც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, ვაქ­ცი­ნის ამ­პუ­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მი­ნის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდაც, რაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნე­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში. გამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის - სა­ნუკ­ვა­რი წამ­ლის - და­ტა­ცე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ტვირ­თე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი GPS-ტრე­კე­რე­ბით აღ­ჭურ­ვონ, ან მძარ­ცველ­თა მო­ტყუ­ე­ბის მიზ­ნით ცა­რი­ე­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით ისარ­გებ­ლონ. ასე­ვე მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, თუ რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დეს 15 ათას­ზე მეტი ავი­ა­რე­ი­სი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ში ვაქ­ცი­ნის სწრა­ფი მი­ტა­ნის მიზ­ნით (რო­გორც ეს ლო­ჯის­ტი­კურ­მა კონ­ცერნ­მა DHL-მა გა­მოთ­ვა­ლა). არა­ფერს ვი­ტყვით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სად­გუ­რე­ბის მო­წყო­ბა­ზე და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ზე, ინექ­ცი­ის კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­ნით გა­კე­თე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­გე­ბულ­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის საკ­მაო რე­სურ­სებს ფლო­ბენ ან ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რე­ბი არი­ან. კვლე­ვი­თი ცენ­ტრის Duke Global Health Innovation-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა გან­ვი­თა­რე­ბულ­მა და გან­ვი­თა­რე­ბად­მა სა­ხელ­მწი­ფომ უკვე და­ჯავ­შნა სა­ვა­რა­უ­დო ვაქ­ცი­ნის 6 მი­ლი­არ­დი დოზა, თუმ­ცა ზუს­ტად არა­ვინ იცის მათი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად, აშშ-მა, ევ­რო­კავ­შირ­მა და ინ­დო­ეთ­მა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის მი­ლი­არ­დამ­დე დო­ზის და­ტო­ვე­ბა და­გეგ­მეს. ამას­თან, ექპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ბევ­რი გან­ვი­თა­რე­ბა­დი სა­ხელ­მწი­ფო, შე­ზღუ­დუ­ლი სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის გამო, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე შე­საძ­ლოა 2024 წლამ­დე დარ­ჩეს". უკვე ახ­ლა­ვე შე­სამ­ჩნე­ვია, რომ მსოფ­ლიო "ვაქ­ცი­ნურ ბლო­კე­ბად" იყო­ფა: მო­წი­ნა­ვე mRNA-ვაქ­ცი­ნე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შეძ­ლე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიერ - არა­მარ­ტო მისი შე­ნახ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, არა­მედ თა­ვი­სი ფა­სის გა­მოც. ერთი დოზა ვაქ­ცი­ნის ფასი კი, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, 20-დან 25 დო­ლა­რამ­დე ეღი­რე­ბა. ბევ­რი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ფა­სებს ვერ შეწვდე­ბა. ჩი­ნე­თი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას იყე­ნებს თა­ვი­სი გავ­ლე­ნის ზო­ნის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად. ბოლო დროს პე­კინ­მა ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას შეს­თა­ვა­ზა კრე­დი­ტი თა­ვი­სი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­სას­ყი­დად, ხოლო აფ­რი­კი­სა და აზი­ის ქვეყ­ნებს პრი­ვი­ლე­გი­ებს და­პირ­და მი­წო­დე­ბის სა­კი­თხში. ფი­ლი­პი­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა როდ­რი­გო დუ­ტერ­ტომ ჩი­ნე­თის ლი­დერს მად­ლო­ბა ასე­თი სი­ტყვე­ბით უთხრა: "ჩი­ნე­თი კარ­გია იმით, რომ რა­ი­მეს მი­სა­ღე­ბად მას­თან ხვეწ­ნა და ვედ­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის. და­სავ­ლეთს კი უპირ­ვე­ლე­სად ერთი ლო­ზუნ­გი აქვს: მო­გე­ბა, მო­გე­ბა და ისევ მო­გე­ბა". ამა­სო­ბა­ში კა­ნა­დამ სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­რძნო, რომ პე­კინ­მა შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც იმოქ­მე­დოს. ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ და­უშ­ვა კა­ნა­დუ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე - პრე­პა­რა­ტი სა­ბა­ჟო­ზე გა­ა­ჩე­რეს და "გა­ყი­ნეს". პე­კინ­მა ოტა­ვას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ნუ­მარ­ტა, რა­ტომ მოხ­და ასე, მაგ­რამ არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა: 2018 წელს კა­ნა­დამ, აშშ-ის თხოვ­ნით, ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის Huawei-ს ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი მენ ვან­ჯოუ და­ა­პა­ტიმ­რა, ხოლო პე­კინ­მა, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, კა­ნა­დის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ჭი­რა და სა­პყრო­ბი­ლე­ში ჩას­ვა. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა კა­ნა­დის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მას ვერ და­არ­ღვევს. მოკ­ლედ, დას­კვნა ასე­თია: ვაქ­ცი­ნის მი­სა­ღე­ბად უფ­ლე­ბის მი­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს რო­გორც ჯილ­დო ("კარ­გი ქცე­ვი­სათ­ვის") და რო­გორც რეპ­რე­სი­უ­ლი ზომა ("ცუდი ქცე­ვის­თვის”)