ამომრჩეველი გარდაიცვალა აჭარაში, საარჩევნო უბანზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მამაკაცი ხმის მიცემის შემდეგ შეუძლოდ გახდა და უბანზევე გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად. საარჩევნო უბანზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ფაქტს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30962157.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020