საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 441-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2754 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39773-მდე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2859 ახალი დადასტურებული შემთხვევა.