მოქალაქემ თავდამსხმელებს თავი სახანძრო კიბის საშუალებით დააღწია

Zugdidi Daily

ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალი შეირაღებულმა თავდამსხმელებმა დააყაჩაღეს. არსებული მონაცემებით, ბანკში 2 თავდამსხმელი შეიჭრა. შენობაში იმყოფებიან როგორც თანამშრომლები, ასევე კლიენტები. მათმა ნაწილმა შენობის სახანძრო კიბით მოახერხა თავდამსხმელებისგან დაღწევა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლებას ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლების ნაწილი სახურავზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კრიმინალი #სპეცოპერაცია #ზუგდიდი #zugdididaily