უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნო საიტებია გალინკული

Tbilisi Daily

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი დაჰაკულია. ინფორმაცია Facebook-ზე ციფრული ანალიტიკური კომპანიის, GG Data-ს დამფუძნებელმა, გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა. ჯერჯერობით, უცნობია, სერვერია გატეხილი, თუ ვებგვერდი, თუმცა საიტის კოდში დამალულად არის გაწერილი პორნო საიტების ბმულები. გავრცელებული ინფორმაციით, როგორც წესი, პორნო საიტები საძიებო სისტემებისთვის აკეთებენ. მომხმარებელი ამ პორნო ბმულებს ვერ ხედავს, თუმცა კოდში გაწერილს აღიქვამს საძიებო სიტემა Google.