ენტონი ფაუჩი: უარესი ჯერ კიდევ წინ არის

Tbilisi Daily

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ამის შესახებ ფაუჩიმ CNN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ენტონი ფაუჩის განცხადებით, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, შესაძლოა, აშშ-ში პოსტ-სეზონური ახალი ტალღა დაიწყოს. აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოგზაურობებითა და დღესასწაულის პერიოდში შეკრებებით გამოწვეული, პოსტ-სეზონური ტალღის გამო, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ მძიმე ზეწოლა განიცადოს, რაც კრიტიკულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. ფაუჩიმ კორონავირუსის ახალი "ბრიტანული" ტალღის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას არ იწვევს. ინფექციონისტის განცხადებით, ვირუსები მუტაციას მუდმივად განიცდიან და ამაში საგანგაშო არაფერია.